ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილმა ოცნების პოლიტსაბჭო დატოვა

5 ივლისი, 2018 • 1688
გიორგი კვირიკაშვილმა ოცნების პოლიტსაბჭო დატოვა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო დატოვა. ოცნებაში ამბობენ, რომ კვირიკაშვილმა პარტიის მმართველი ორგანო თავისი ნებით დატოვა.

“ცვლილება მოხდა და პრემიერ-მინისტრი შეიცვალა ქვეყანაში. პარტიის მთავარ მმართველ ორგანოში, ბუნებრივია, ჩანაცვლება მოხდება და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეცვლის ახალი პრემიერ-მინისტრი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

“ჩვენ არ გავქვს ისეთი დამოკიდებულება ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, რომ გზები გაიყარა და არ უნდა ვითანამშრომლოთ და არ უნდა გვქონდეს საერთო საკითხებზე მსჯელობა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

“არავითარი გარიცხვის საკითხი არ დამდგარა, კვირიკაშვილი იყო ჩვენი ქვეყნის პრმიერ-მინისტრი, იყო ჩვენი პარტიის ლიდერი. შეიძლება ჩვენ გავნსხვავებულ საკითხებზე გვქონდა განსხვავებული აზრები, თუმცა გვქნდა უფრო მეტ საკითხზე თანხვედრა,” – უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი