ახალი ამბები

დომენიკ მანგოს თქმით, დადგმული ძალადობის ვიდეო საზოგადოების მხილებისთვის გადაიღო

18 ივნისი, 2018 • 10193
დომენიკ მანგოს თქმით, დადგმული ძალადობის ვიდეო საზოგადოების მხილებისთვის გადაიღო

კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო ამბობს, რომ ვიდეო, სადაც თითქოს მასზე ძალადობენ, საზოგადოების მხილებისთვის გადაიღო.  დადგმულ ვიდეოში ჩანს, თითქოს რამდენიმე პირი გინებით აიძულებს დომენიკ მანგოს ბოდიშის მოხდას პატრიარქის შეურაცხყოფისთვის.

“ეს ვიდეო დასაწყისშივე გათვლილი იყო, რომ მეჩვენებინა საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის და სიძულვილის მიმართ. პრინციპში, მიაღწია კიდეც შედეგს, მხილდა საზოგადოება, სიძულვილით ბედნიერი საზოგადოება. ჩემი მიზანია, ყველაფერს სახელი დაერქვას ამ ქვეყანაში, თუ არის ძალადობით ბედნიერი ფარისეველი ხალხი, უნდა ერქვათ ფარისევლები. ასე შევძლებთ ჩვენ, რომ განვვითარდეთ”,- ამბობს მანგო “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

შსს-ს ცნობით, ძალადობის ამსახველი ვიდეო, რომელიც დომენიკ მანგომ მისსავე ფეისბუქ გვერდზე ატვირთა, დადგმულია. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, პოლიციამ მოკვლევის ფარგლებში გამოკითხა პირი, რომელმაც ვიდეო გადაიღო:

“გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო არის დადგმული და არავის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობის ფაქტი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი