მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე მყოფ ხაჯიმბას ფოტოებს ფეისბუკზე “აჰაჰავებენ”

14 ივნისს რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები დაესწრნენ. ფოტოები დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას არაოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა, რომელზეც ადამიანები დამცინავ (HAHA) ემოციებს აფიქსირებენ.

ნეტგაზეთი დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერების მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით ცერემონიზაზე დასწრებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და რეაგირების შესახებ ჰკითხა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ღონისძიება ვლადიმერ პუტინმა და ფიფას თავმჯდომარემ, ჯანი ინფანტინომ გახსნეს. მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით ცერემონიას ვლადიმერ პუტინთან ერთად დაესწრო 11 ქვეყნის ლიდერი: აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ლიბანის, საუდის არაბეთის, ბოლივიისა და პარაგვაის. მუნდიალის პირველ მატჩის საყურებლად საპატიო სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა რამდენიმე ქვეყნის ყოფილი ლიდერიც, მათ შორის, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.

სკრიპალების მოწამვლის სკანდალის შემდეგ რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის და  ავსტრალიის მთავრობებმა. რუსეთის მუნდიალს ბოიკოტი გამოუცხადა პოლონეთის მთავრობამაც, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, არ გაემგზავრონ რუსეთში სხვადასხვა მოსალოდნელი საფრთხის, მათ შორის, ტერორისტული აქტების საშიშროების გამო.

განახლება:

დარეპორტების შემდეგ ფეისბუკმა ხაჯიმბას ფეისბუკის გვერდი გაუუქმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.