საქველმოქმედო გამოფენა – „იპოვე შენი ბედნიერება“ [ანონსი]

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა და „ჰეფინეს აკადემია“ მასპინძლობს

საქველმოქმედო გამოფენას – „იპოვე შენი ბედნიერება“, 

რომელიც კიბოზე გამარჯვეულთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

მისამართი: უზნაძის 13;

www.facebook.com

კვირას, 3 ივნისს, 16.00 საათზე

ემოციები ფერადია. შიში დაძლევადი.
შიშებზე გამარჯვება გვანიჭებს სრულ თავისუფლებას და ბედნიერებას ხელშესახებს ხდის.

გამოფენის მიზანია მომავალ თაობას ვასწავლოთ, როგორ დაამარცხონ შიში და იყვნენ ბედნიერები.

პროფესორი არსენ გვენეტაძე წარუძღვება მეტად მნიშვნელოვან საუბრებს თემაზე – ვისწავლოთ ჩვენი შიშების მართვა.

მივცეთ ბავშვებს სწორი ინფორმაცია და დავიცვათ შიშის ზეგავლენისგან.

თუ გეშინია, ვერ იქნები თავისუფალი და ბედნიერი.
იპოვე შენი ბედნიერება!

გამოფენაზე დასწრება და  შიშებისგან განთავისუფლება მხოლოდ ერთი წიგნის საფასურად.

ღონისძიებაზე შეგროვებული წიგნები საჩუქრად გადაეცემა ბიბლიოთეკას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი