რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი Instagram-ის დაბლოკვას ითხოვს

რუსეთის საგმაოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი რუსეთში ინსტაგრამის დაბლოკვას ითხოვს. ბასტრიკინის თქმით, სანკტ პეტერბურგში მომხდარი ტერაქტი ამ სოციალური პლატფორმის მეშვეობით დაიგეგმა და განხორციელდა.   რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებას რუსული მედიასაშუალება “მედუზა” ავრცელებს.

“ჩვენ ვსაუბრობთ, მოდით, შევწყვიტოთ საიტებისა და პროგრამების დაბლოკვის გრძელი ფორმალური პროცედურები. ჩვენ ამას წლებია ვწელავთ. ახლა კი მითხრეს, რომ ინსტაგრამი  სასამართლოში უჩივის სახელმწიფოს” – თქვა ბასტრიკინმა.

გასული წლის აპრილში სანკტ პეტერბურგის 2 ცენტრალურ მეტროსადგურში აფეთქება მოხდა. დაიღუპა 10-მდე ადამიანი, 50-მდე კი დაშავდა.

2018 წლის 16 აპრილიდან რუსეთში ტელეგრამი დაბლოკილია. მისი დაბლოკვის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ აპლიკაციამ უარი განაცხადა, სახელმწიფო  ორგანოსთვის გადაეცა დაშიფრული მესიჯების წასაკითხად საჭირო კოდები.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რომ მესიჯებზე წვდომა პოტენციური ტერორისტების გამოსავლენად სჭირდებათ. კომპანიის განცხადებით, მათი სერვისი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ მესამე პირებს მომხმარებლის წერილებზე წვდომა არ ჰქონოდათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.