ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკის ბინადარს დამთვალიერებლებმა ცეცხლი წაუკიდეს

27 ნოემბერი, 2013 • • 902
თბილისის ზოოპარკის ბინადარს დამთვალიერებლებმა ცეცხლი წაუკიდეს

“საბედნიეროდ, ჩვენმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მიუსწრეს და ცხოველი გადაარჩინეს. ცივეტას მხოლოდ ბეწვის საფარი დაუზიანდა, დამწვრობა არ მიუღია, თუმცა საკმაოდ შეშინებულია და იმალება. ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია ზოოპარკის ტერიტორიაზე, როდესაც ვიზიტორები ცხოველებს აზიანებენ. ესვრიან სხვადასხვა საგნებს, ანთებულ სიგარეტს, კვებავენ მათთვის აკრძალული საკვებით და ასე შემდეგ… იმედი გვაქვს, მომავალში ასეთი ფაქტები აღარ დაფიქსირდება. თქვენც დაგვეხმარეთ და თუ რაიმეს შეამჩნევთ, ერთად და დროულად შევაჩეროთ ცხოველებისთვის ზიანის მომტანები,”- წერია თბილისის ზოოპარკის ფეისბუქის გვერდზე. 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი