ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილმა სოციალური ქსელების ანგარიშების ნაწილი დროებით გააუქმა

26 ნოემბერი, 2013 • • 1220
ბიძინა ივანიშვილმა სოციალური ქსელების ანგარიშების ნაწილი დროებით გააუქმა

 

“ბიძინა ივანიშვილმა თვითონ გააკეთა განცხადება პარტიის ყრილობაზე, რომ იგი დროებით აქტივობას წყვეტდა”, – უთხრა ნეტგაზეთს ივანიშვილის ყოფილმა თანამშრომელმა და ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, მანანა თოქმაჯიშვილმა და დასძინა, რომ ფეისბუკზე ივანიშვილის გვერდის მიუწვდომლობა სწორედ ამით აიხსნება.

 

თოქმაჯიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი საზომოქალაქო სექტორში აქტივობას დაიწყებს, მისი ფეისბუკ–გვერდიც აღდგება.

 

ჯერჯერობით მოქმედია ტვიტერზე ივანიშვილის ოფიციალური გვერდი, სადაც ექს–პრემიერის ბოლო აქტივობა 22 ნოემბრით თარიღდება. ასევე აქტიურია მისი ანგარიში youtube.com-ზე, სადაც ბოლოს ვიდეო ერთი დღის წინ არის გამოქვეყნებული. 

 

ფეისბუკზე ბიძინა ივანიშვილის გვერდს 300 ათასზე მეტი ლაიქი ჰქონდა, ხოლო ტვიტერზე მას 21 217 ფოლოვერი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი