ახალი ამბები

გაერთიანებული შტაბის უფროსად ვახტანგ კაპანაძე დაინიშნა

22 ნოემბერი, 2013 • • 1386
გაერთიანებული შტაბის უფროსად ვახტანგ კაპანაძე დაინიშნა

“დანიშვნის შესახებ შესაბამისი N22/11/02 განკარგულების ხელმოწერამდე თავის სამუშაო ოთახში საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების შტაბის ყოფილ და ახალ უფროსებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ვახტანგ კაპანაძე
ვახტანგ კაპანაძე


მასალების გადაბეჭდვის წესი