ახალი ამბები

წინასწარი მონაცემით, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მხოლოდ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა

13 ნოემბერი, 2013 • • 914
წინასწარი მონაცემით, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მხოლოდ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა

თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად, საგარეო უწყების ინფორმაციით, მხოლოდ ერთი ქვეყნის – ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე ჩამოვა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის არსებული არასრული მონაცემებით, ინაუგურაციაზე ავსტრიას წარმოადგენს ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი, ჩეხეთის რესპუბლიკას- პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუმინეთს, ყირგიზეთს და სომხეთს – საგარეო საქმეთა მინისტრები; პორტუგალიას –  ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანი; თურქეთს – შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი; იაპონიას – საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი; ყაზახეთს – ვიცე-პრემიერი; თურქმენეთს – ეკონომიკის მინისტრი; მოლდოვას – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.  კატარის სახელმწიფოს წარმოადგენს კულტურის მინისტრი; ირანს – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ისრაელს კი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

 

“პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ამ დროისთვის, სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ასევე ეწვევიან ეუთო-ს გენერალური მდივანი და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნები, რომელთა უმაღლესი თანამდებობის პირები ვერ დაესწრებიან ინაუგურაციის ცერემონიას, წარმოდგენილნი იქნებიან ელჩების სახით. აღსანიშნავია, რომ ეს არ გახლავთ ინაუგურაციაზე დამსწრე მაღალი რანგის სტუმრების სრული/საბოლოო სია.” -წერია სამინისტროს განცხადებაში. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი