ახალი ამბები

მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა

25 აპრილი, 2018 • 2368
მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა

დღეს, 25 აპირილს, მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დალი ფანჯიკიძეს თარგმნილი აქვს თომას მანის „ბუდენბროკები“ და „ჯადოსნური მთა“, უ. პლეცდორფის „ახალგაზრდა ვ.–ს ახალი ვნებანი“, გოეთეს „პოეზია და სინამდვილე“; ჰერმან ჰესეს „ფიქრი და განსჯა“.

დალი ფანჯიკიძე 1937 წლის 23 მარტს დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. იყო ამავე უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი, 1993 წლიდან კი- პროფესორი და კათედრის გამგე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი