ახალი ამბები

Cambridge Analytica-ს სკანდალი: ცუკერბერგი სენატორების კითხვებს პასუხობს

10 აპრილი, 2018 • 3040
Cambridge Analytica-ს სკანდალი: ცუკერბერგი სენატორების კითხვებს პასუხობს

სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ის სენატორების კითხვებს პასუხობს. პროცესი ეხება დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კოკმპანია “Cambridge Analytica”-სთვის “ფეისბუქის” 87 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის გადაცემას.

სხდომას სენატის სამართლისა და კომერციის საკითხთა კომიტეტის 44 სენატორი ესწრება.

ცუკერბერგმა მომხდარის გამო სენატორთა წინაშე მოიბოდიშა:

“ეს იყო დიდი შეცდომა და ეს იყო ჩემი შეცდომა. ბოდიშს ვიხდი. მე დავაფუძნე “ფეისბუქი”, მე ვმართავ მას და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც იქ ხდება”.

სოციალური მედიის კომპანიის კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანია Cambridge Analytica-მ მილიონობით მომხმარებლის ინფორმაცია მოიპოვა.

რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, Channel 4-მა  და The New York Time-მა ბირტანეთში რეგისტრირებულ ანალიტიკურ კომპანიას, Cambridge Analytica-ს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენაში დასდო ბრალი. მედიასაშუალებების მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ზემოქმედებისთვის კომპანიამ ფეისბუკის მომხარებლების პერსონალური მონაცემები გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი