კიევის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, კიევის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარის შედეგად 71 წლის კაცი გარდაიცვალა. ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ გარდაცვლილი იორდანიის მოქალაქეა. მათივე ინფორმაციიით, ცეცხლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი ირანისა და ეგვიპტის მოქალაქეები არიან.

ხანძარი დღეს, 6 აპრილს, 09:20 საათზე გაჩნდა. უწყების თანახმად, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის შედეგად დამწვარია 200 კვ-მ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.