ახალი ამბები

სუბარი: 150–მდე მსჯავრდებულს პირობით ვადამდე გათავისუფლება შეეხება

25 ოქტომბერი, 2013 • • 1239
სუბარი: 150–მდე მსჯავრდებულს პირობით ვადამდე გათავისუფლება შეეხება

“დღეს ამთავრებს მუშაობას პირობით ვადამდე გათავისუფლების დასავლეთის საბჭო, გუშინ მუშაობდა აღმოსავლეთის საბჭო, გუშინწინ მუშაობდა მუდმივმოქმედი კომისია და, საბოლოო ჯამში, დაახლოებით 150–მდე მსჯავრდებულს პირობით ვადამდე გათავისუფლება შეეხება. ერთ ადამიანს შეეცვალა პატიმრობა სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელით, ეს არის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ამ წუთის მონაცემები ასეთია, თუმცა ჯერ საბჭოს ბოლომდე მუშაობა არ დაუსრულებია.

 

რაც შეეხება პრეზიდენტის შეწყალებას, მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ მუშაობა უკვე დაასრულა, ეს დოკუმენტი ჯერ ჩვენთან არ მოსულა, რა წუთშიც მოვა, ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ რეაგირება და შესაბამისი ადამიანები გათავისუფლდნენ პატიმრობიდან”, – განაცხადა სუბარმა დღეს, 25 ოქტომბერს, “რეპორტიორის” პრესკლუბში.

მასალების გადაბეჭდვის წესი