თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას თვეში 5 ლარად სთავაზობს

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას თვეში 5 ლარად სთავაზობს.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დაზღვევაა მძღოლებისათვის და იმ შემთხვევას ითვალისწინებს, როდესაც ავტომობილის მართვისას მძღოლი აზიანებს სხვის ავტომობილს, ქონებას ან ჯანმრთელობას. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა სწორედ ყველა ამ ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს. ამ პროდუქტის შეძენა თიბისი დაზღვევის საიტიდან არის შესაძლებელი.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენის შემდეგ, მომხმარებელი მას ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს, რომელსაც მოქმედების ვადა ერთი წლის განმავლობაში ექნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი