ახალი ამბები

ივანიშვილი: მეორე ტურში მარგველაშვილს არ ვურჩევ მონაწილეობას

17 ოქტომბერი, 2013 • • 854
ივანიშვილი: მეორე ტურში მარგველაშვილს არ ვურჩევ მონაწილეობას

“მე პირადად ვურჩევ მარგველაშვილს, არ მიიღოს მონაწილეობა, თუ მეორე ტური იყო,”- განაცხადა ივანიშვილმა.


ივანიშვილი ამბობს, თუ ასეთი რამე მოხდა, ე.ი  საზოგადოებამ მისი შესაძლებლობები საეჭვო გახადა.

 

“60 %- ზე ნაკლები რომ მიიღოს გიორგიმ, ესეც შეურაცხმყოფელი იქნება ჩემთვის.” 

 

“მე პოლიტიკაში მოვედი მხოლოდ ვალდებულების გრძნობით. როგორც ოჯახი, ისეა ჩემთვის საქართველო. ოჯახში ვისაც რა შეუძლია, ის უნდა გააკეთოს. ვიღაცას შეუძლია ბევრი გააკეთოს, ვიღაცას ცოტა შეუძლია. მე მოვედი პოლიტიკაში ერთადერთი განცდით და ეს განწყობა მაქვს მომავალშიც. ამის შემფასებელი, რომ რაღაც შემიძლია და გიორგის შეუძლია, არის საზოგადოება. სხვა საზომი არ არსებობს. თუ საზოგადოება აჩვენებს, რომ ტყუილად იჭაჭები, ტყუილად ვარდები შარვლიდან, არ შეგიძლია, მე თამამად მოვიხსნი ამ ვალდებულებას. 2 წლის განმავლობაში ავად გახდომის უფლება არ მიმიცია ჩემი თავისთვის, დღე და ღამე ვმუშაობდი, თავი გავწირე. გიორგის გადასაწყვეტია, უბრალოდ, ვურჩევდი მას, რომ თუ საეჭვოდ მიმიჩნევს ხალხი, რატომ უნდა მოვახვიო თავს.”

 

მისი თქმით, “თუ იქნება მეორე ტური, ბაქრაძე მოვა და მიშა პრემიერ-მინისტრი იქნება.”

 

დღეს, 17 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო რადიოსადგურების მთავარ რედაქტორებს ხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი