„საქართველოს კაპიტალმა“ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა

BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანიამ „საქართველოს კაპიტალმა“  300 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ 300 მლნ დოლარის ღირებულების საერთაშორისო ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების სარგებელი 6.125%-შეადგენს ხოლო ვადა 6 წლიანია, 2024 წლის მარტამდე.

ფასიანი ქაღალდების გარიგების დასრულება მოხდება 2018 წლის 9 მარტს. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 98.77%-ში. მოსალოდნელია, რომ ობლიგაციები განთავსდება ირლანდიის საფონდო ბირაჟზე და შეფასდება S&P-სგან (B+) რეიტინგით, ხოლო Moody’s-გან (B2) დონით. აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი, Citi-ი და Renaissance Capital-ი არიან, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“. ტრანზაქციის ხელმძღვანელების იურიდული მრჩეველი არის Freshfields Bruckhaus Deringer LLP-ი, ხოლო „საქართველოს კაპიტალის“  იურიდული მრჩეველი არის Baker & McKenzie LLP-ი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი