ახალი ამბები

შსს-მ ცრუ შეტყობინებების ავტორები გამოავლინა

17 სექტემბერი, 2013 • 1011
შსს-მ ცრუ შეტყობინებების ავტორები გამოავლინა

შსს-ს ცნობით, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში ბომბის შესახებ 112-ში აბაშაში მცხოვრებმა, 19 წლის ოთარ ჯ.-მ დარეკა, ხოლო ხაშურში, “პროკრედიტ ბანკის” შენობაში – 46 წლის ნოდარ ა.-მ. ორივე მათგანი დაკავებულია.

 

ტელეკომპანია “იმედსა” და “რუსთავი 2”-ში კი ერთი და იგივე პიროვნებამ დარეკა, რომელიც, შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანია.

 

ყველა შემთხვევაში გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე (სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი