მარინა ვაშაყმაძე მუშაობას აჭარის ტელევიზიაში გააგრძელებს

რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე მუშაობას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზიაში ადასტურებენ.

აჭარის ტელევიზიაში მარინა ვაშაყმაძე დირექტორის კონსულტანტის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას. მისი ძირითადი უფლება-მოვალეობები იქნება სამაუწყებლო პროცესებში ჩართვა, თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა და წარმოების პროცესში ხარვეზების გამოვლენა.

მარინა ვაშაყმაძემ რადიო „თავისუფლებაში“ თანამდებობა 31 იანვარს, მას შემდეგ დატოვა, რაც ერთი დღით ადრე თანამდებობიდან რადიოს ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს. დავით კაკაბაძე რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურს 2005 წლიდან  ხელმძღვანელობდა.

თავად მარინა ვაშაყმაძე რადიო „თავისუფლების“ თბილისი ბიუროს უფროსად 2006 წლიდან მუშაობდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან