ახალი ამბები

“მიხაილოვის საავადმყოფოს” შენობაში ხანძარია

18 თებერვალი, 2018 • 1750
“მიხაილოვის საავადმყოფოს” შენობაში ხანძარია

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი “მიხაილოვის სავადმყოფო” იწვის. ცეცხლი შენობის სახურავს უკიდია.

შენობასთან მობილიზებულია სახანძრო სამსახურის მანქანები.

ხანძარი აღმაშენებლის გამზირის 60 ა -ში 21.30 საათზე გაჩნდა.

მიმდებარე შენობებში მცხოვრებმა სახლები დატოვეს. ერთ-ერთმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ უთხრეს, საცხოვრებელი სახლიდან გამოსულიყვნენ.

თავად იმ შენობაში კი, რომელსაც ცეცხლი უკიდია, არავინ იმყოფებოდა და, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.

მეხანძრეები აცხადებენ, რომ ხანძრის მიმდებარე შენობებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 23.00 საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებული არ არის.

“ადგილზე  16 სახანძრო ბრიგადა,  1 სამაშველო სამსახურის ჯგუფი და 2 სახანძრო კიბეა მობილიზებული”, – განუცხადეს ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში. 

შენობა ე.წ “ახალი ტიფლისის” მიმდებარე ტერიტორიაზეა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით ამ შენობას ამჟამად სახელმწიფო ფლობს. შენობა კულტურული ძეგლების სიაშია.

ამავე თემაზე:

შენობები, სადაც “მიხაილოვის საავადმყოფო” მდებარეობდა, საპატრიარქოს გადაეცა

მასალების გადაბეჭდვის წესი