ახალი ამბები

სერგო რატიანი: ონის გამგებელი გადადგომასთან დაკავშირებით დღეს განცხადებას გააკეთებს

9 სექტემბერი, 2013 • 1106
სერგო რატიანი: ონის გამგებელი გადადგომასთან დაკავშირებით დღეს განცხადებას გააკეთებს

“გრძელდება ზეწოლა ნაციონალური მოძრაობის წევრებზე, საკრებულოების წევრბზე, გამგებლებზე, აპარატის თაბამშრომლებზე. მაგალითად, თბილისის საკრებულოში სწორედ აპარატის თანამშრომლებზე ხდება ზეწოლა, მათ პირდაპირ ათავისუფლებენ დაკავებული თანამდებობებიდან. გრძელდება ზეწოლა მარტვილის რაიონის გამგეობაზე, სხვადასხვა გამგებელზე. თქვენ იცით ადიგენის შემთხვევაც. ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ ონის რაიონის გამგებელი გადადგომის შესახებ განხადებას, დღეს, 12 საათზე გეგმავს, ვინაიდან მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა,”- აცხადებს რატიანი. 

 

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება საერთოდ არ ხდება და, შესაბამისად, ის გეგმავს, რომ ეს საკითხები უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში დააყენოს. 

 

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ამჟამად მიმდინარეობს. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან. უცნობია დღის წესრიგი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი