ახალი ამბები

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან კიევში გაშლილ კარავში [ვიდეო]

7 დეკემბერი, 2017 • 11516
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან კიევში გაშლილ კარავში [ვიდეო]

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციური პარტიის “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მესამე დღეა კიევში, კარვების ქალაქში იმყოფება. იმავდროულად, უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს მასზე ძებნა აქვთ გამოცხადებული სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევისთვის.

უკრაინაში სააკაშვილს ედავებიან პრორუსული ძალების მიერ, კერძოდ, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების – იანუკოვიჩის გარემოცვის მხრიდან დაფინანსების მიღებას მიტინგებისთვის, რომლის მიზანი იყო მთავრობის დამხობა. თავად სააკაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს და მათ ფაბრიკაციას უწოდებს. 5 დეკემბერს უკრაინის ძალოვან უწყებებს მისი დაკავების საშუალება მხარდამჭერებმა არ მისცეს. მას შემდეგ სააკაშვილი ღამეებს ათევს კარვების ქალაქში, რომელიც კიევში, რადას მიმდებარე ტერიტორიაზეა მოწყობილი.

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან ნეტგაზეთმა სწორედ მის კარავში ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ. ინტერვიუში იხილავთ პასუხებს, თუ რა გეგმები აქვს მას უახლოეს მომავალში უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში:

მასალების გადაბეჭდვის წესი