2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში რუსეთს მონაწილეობა აუკრძალეს

რუსეთის დელეგაცია 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეაში, კერძოდ ფიონგჩანგში გაიმართება, მონაწილეობას ვერ მიიღებს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რუს ათლეტებს, რომლებიც დაადასტურებენ, რომ დოპინგს არ მოიხმარენ, ოლიმპიური კომიტეტი მონაწილეობის უფლებას მისცემს, თუმცა არა რუსეთის, არამედ ნეიტრალური, ოლიმპიური დროშის ქვეშ.

ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიზეზი დოპინგის თაობაზე ჩატარებული სკანდალური გამოძიებაა, რომლის თანახმადაც, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე სახელმწიფო აფინანსებდა და მხარს უჭერდა სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების მიღებას.

ზამთრის ოლიმპიადა სტარტს 9 თებერვალს აიღებს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com