ახალი ამბები

დევიდ ლინჩი ქართველ სამხედროებს შეხვდა

20 ნოემბერი, 2017 • 1908
დევიდ ლინჩი ქართველ სამხედროებს შეხვდა

ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეჟისორმა სამხედროებს ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც დაშავებული სამხედროების მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.

დევიდ ლინჩის ფონდი 2005 წელს აშშ-ში თავად რეჟისორმა დააარსა. ძირითადი ფილიალები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და უკრაინაში ფუნქციონირებს. საქართველოში ფონდი 2017 წლის ივლისში დაფუძნდა.

დევიდ ლინჩის ვიზიტი ფონდის საქართველოში დაარსებას უკავშირდება.  ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია დევიდ ლინჩის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტისა და  A კლასის კინოფესტივალის დაარსება და TM (ტრანსცენდენტალური მედიტაციის) პროგრამის მეშვეობით ტრავმული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი