ახალი ამბები

დევიდ ლინჩის პროდიუსერობით ქართულ-ამერიკულ ფილმს იღებენ, რეჟისორი გიგა აგლაძეა

27 მარტი, 2019 • 2915
დევიდ ლინჩის პროდიუსერობით ქართულ-ამერიკულ ფილმს იღებენ, რეჟისორი გიგა აგლაძეა

დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში იღებს ქართულ-ამერიკულ ფილმს, სახელად “სხვა მე” (Another Me), რომლის პროდიუსერიც თავად დევიდ ლინჩი იქნება, რეჟისორი კი- გიგა აგლაძე.

ფილმში ითამაშებენ ჯიმ სტარჯესი (ფილმებიდან Across the Universe, Cloud Atlas), მოდელი ანდრეა პეჯიჩი, ჯეკ როთი (Bohemian Rhapsody, Rogue One), ჯანეტ მაკტირი (Maleficent, Me Before You) და ჟორდი მოლია. გადაღებები მაისში დაიწყება.

ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს თავად გიგა აგლაძემ დაუდასტურა. აგლაძე დევიდ ლინჩის ფონდის საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლობის დირექტორია. იგი რეჟისორია ფილმებისა “რკინის ფარდა” (2013), “გოგონა სლაიდიდან” (2009) და ა.შ.

ჯეკ როთი

ჟორდი მოლია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი