ახალი ამბები

სერიალ ჩემი ცოლის დაქალების მსახიობს თავს დაესხნენ

20 ნოემბერი, 2017 • 4344
სერიალ ჩემი ცოლის დაქალების მსახიობს თავს დაესხნენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ინფორმაციით, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაშავებული მსახიობი საბა უგრეხელიძეა. როგორც მან “რუსთვი 2”-ს განუცხადა, თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, შემდეგ კი დანით ჭრილობა მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი