ახალი ამბები

ანონსი – 17 ნოემბერი

16 ნოემბერი, 2017 • 1831
ანონსი – 17 ნოემბერი

გთავაზობთ 17 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილ მოვლენათა ანონსს:

ხვალ, 17 ნოემბერს, 10:00 სთ-ზე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 86-ე საერთაშორისო სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, მე-3 სართული)

ხვალ, 17 ნოემბერს, 10:30 სთ-ზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალი სტატისტიკური  პროდუქტის – ბიზნეს სტატისტიკაში გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (GIS ანალიზის პორტალის)  პრეზენტაციას გამართავს.

ხვალ, 17 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე -განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, კავკასიაში უდიდესი წიგნის მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

ხვალ, 17 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე- დედათა და ბავშვთა სტრატეგიისა და პერინატალურ
რეგიონალიზაციის რეფორმის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებასშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
დაესწრება.მის: სასტუმრო რედისონი- ვარდების რევოლუციის მოედანი 1;
საკონტაქტო პირი: სალომე გოგინაშვილი – 558 24 07 70

ხვალ, 17 ნოემბერს, 13:00 სთ-ზე – საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გაუძღვება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

ხვალ, 17 ნოემბერს, 13:00 სთ-ზე – თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

ხვალ, 17 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

ხვალ , 17 ნოემბერს,  16:00 სთ-ზე -„ფაბრიკაში“ (ეგნატე ნინოშვილის 8) ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, გაიმართება ახალი მულტიმედია პლატფორმის პრეზენტაცია „მრავალფეროვნების სახეები“.

ხვალ, 17 ნოემბერს, 16:30 სთ-ზე – თბილისის საკრებულოში თბილისი საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმერთება

ხვალ, 17 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე – თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმერთება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი