„ჰაიდელბერგცემენტმა“ საქართველოში ბიზნესის 50% გაასხვისა

სამშენებლო მასალების საერთაშორისო მწარმოებელმა კომპანია „ჰაიდელბერგცემენტმა“ საქართველოში მისი ბიზნესის 50% გაასხვისა. კომპანიის ინფორმაციით, მყიდველი კომპანია “ცემენტ ინვესტია”, რომლის მფლობელი საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და  Hunnewell Partners-ია. კომპანიის საბჭოს ხელმძღვანელის, ბერნდ შაიფელის განცხადებით, ახალი ბიზნესპარტიორების გამოცდილება „ჰაიდელბერგცემენტისთვის” წარმატებული იქნება. 

ჰაიდელბერგცემენტმა საქართველოში ბიზნესი 2006 წელს დაიწყო და წლის განმავლობაში 2 მლნ ტონაზე მეტ  ცემენტს აწარმოებს. ჰაიდელბერგცემენტმა ორ ცემენტის მწარმოებელ კომპანიაში, საქცემენტსა და ქართულ ცემენტში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. კომპანია მსოფლიოს 60 ქვეყანაში მოღვაწეობას და მასში 60000 ადამიანია დასაქმებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.