ახალი ამბები

H&M 18 ნოემბერს, გალერია თბილისი კი 30 ნოემბერს გაიხსნება

1 ნოემბერი, 2017 • 2361
H&M 18 ნოემბერს, გალერია თბილისი კი 30 ნოემბერს გაიხსნება

სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” 2017 წლის 30 ნოემბერს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭrო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.  სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის მაღაზია, კინოთეატრი, ბოულინგ კლუბი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და სხვა ობიექტები.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, “გალერია თბილისში”  H&M-ის მაღაზია გაიხსნება. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლების განმარტებით, H&M-ის სტრატეგიის შესაბამისად, პრეზენტაცია ცალკე ღონისძიების სახით 18 ნოემბერს გაიმართება. H&M-ის გარდა, სავაჭრო ცენტრში
Calvin Klein Jeans, Armani Exchange, Lagerfeld, Lacoste, Guess, Trussardi, United Colors of Benetton, IKKS, Roman და სხვა ბრენდები იქნება წარმოდგენილი. სავაჭრო ცენტრში ასევე იქნება კომპანია Apple-ის ოფიციალური პრემიუმ რისელერი.

“გალერია თბილისი” თანაინვესტირების ფონდის  პროექტია უძრავი ქონების მიმართულებით , რომლის საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ აშშ დოლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი