თბილისის მოდის კვირეული ლაშა ჯოხაძის ჩვენებით გაიხსნა [ფოტო]

თბილისის მოდის კვირეული ქართველი დიზაინერის, ლაშა ჯოხაძის ჩვენებით გაიხსნა. კვირეული 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ლეღვთახევში ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დასრულდება.

4-დღიანი პროგრამა აერთიანებს 20-ზე მეტ ღონისძიებას. მათ შორისაა ქართველი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, ატელიე 27, tsite by Tamara Tsiteladze, ELENNY და MIA.

კვირეულზე რამდენიმე უცხოელი დიზაინერის კოლექციის ჩვენებებიც მოეწყობა, მათ შორისაა  MIRO, ZLATOTSVETA PETROVA, SAYYA, DIANA ARNO და BARABAS.

ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვა ღონისძიებები: მარიამ გვასალიას მაღაზიის გახსნა, ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია, Flying Painter-ის და Ethere accessoire-ის პრეზენტაციები და Musia’s Lips for TFW – ლოლიტაში.

ამასთანავე გრძელდება პროექტი “საუბარი მოდის მარკეტინგზე”, მასზე VOGUE ITALIA-ს, Vivienne Westwood-ის და ISTITUTO MARANGONI-ს წარმომადგენლები წარდგებიან სპიკერებად. კონფერენციის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.biletebi.ge.

რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ამ სეზონზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი, რომ მათი დახმარებით საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ.

თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო Radisson Blu Iveria და მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ უმასპინძლებს.

ქართველი დიზაინერის, ლაშა ჯოხაძის ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე 27.10.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი