ახალი ამბები

აქვს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს?

17 ივნისი, 2013 • 1465
აქვს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს?

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2013 წლის 14 იანვარსაა შევსებული, ანა კაპანაძე თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის, სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვის და მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ გვარამაძე განმარტავს, აღნიშნული ფაქტი კანონდარღვევა იმ შემთხვევაში იქნება, თუკი ანა კაპანაძე თანამდებობაზე კონკურსის წესით არ შერჩეულა:

“კანონში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ წერია, რომ თანამდებობრივი პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა. ანუ თუ ერთი ოჯახის წევრი უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს მეორეზე და ეს უკანასკნელი კონკურსის წესითაა დანიშნული, კანონდარღვევა არ იქნება”, – აცხადებს თამარ გვარამაძე.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, დაინიშნა თუ არა ანა კაპანაძე თანამდებობაზე კონკურსის წესით, წარმოადგენს

ვახტანგ კაპანაძე
ვახტანგ კაპანაძე

“პირად ინფორმაციას”:

“მოგვმართეთ წერილობით და გიპასუხებთ ოფიციალურად, ეგ ინფორმაცია პირადი ინფორმაციაა და მე თუ წერილი არ მაქვს საფუძვლად, რომ გამოვითხოვო ეს ინფორმაცია, არ შემიძლია”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. მათივე თქმით, თავად ვახტანგ კაპანაძე საქართველოში არ იმყოფება და, შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი