ახალი ამბები

“ბიჭო…”, “სიტყვები გაფილტრე” – შელაპარაკება გიორგი ვაშაძესა და პარლამენტარს შორის

25 ოქტომბერი, 2017 • 3171
“ბიჭო…”, “სიტყვები გაფილტრე” – შელაპარაკება გიორგი ვაშაძესა და პარლამენტარს შორის

“ბიჭო”, “სიტყვები გაფილტრე”, – ამ ტიპის შელაპარაკება “ახალი საქართველოს” ლიდერ გიორგი ვაშაძესა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძეს შორის მოხდა.

ჯანდაცვის კომიტეტი დღეს 144-ე კონვენციის რატიფიცირების საკითხს განიხილავდა. მომხსენებელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული იყო და განმარტავდა, რომ კონვენციის რატიფიცირება ხელს შეუწყობს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მუშაობასა და მშრომელთა უფლებების დაცვას.

გიორგი ვაშაძე ნინო ბერძულს უსვამდა კითხვებს კონვენციისა და სამმხრივი კომისიის მუშაობის თაობაზე, ლევან კობერიძემ ვაშაძეს მიმართა, რომ რეგლამენტი დაეცვა და კითხვები მოგვიანებით დაესვა, რა დროსაც ვაშაძემ მიმართა:

“ბიჭო, მარტივ რაღაცას გიხსნი…” – თქვა გიორგი ვაშაძემ.

“რა ბიჭო, ბიჭო რა შუაშუა, ვერ გავიგე? გაფილტრეთ თქვენი საუბარი და ისე ისაუბრეთ. ბიჭო სალაპარაკო არ არის აქ”, – თქვა ლევან კობერიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი