ახალი ამბები

გეზი პარკიდან დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით გააძევეს [ფოტო]

16 ივნისი, 2013 • • 1700
გეზი პარკიდან დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით გააძევეს [ფოტო]

დემონსტრანტებმა სწრაფად დატოვეს პარკი, თუმცა მოგვიანებითთ ახლომდებარე ქუჩებზე ბარიკადები აღმართეს და კოცონები დაანთეს. BBC–ის წყაროს განცხედებით, 16 ივნისის კვირაღამე ერთ–ერთი ყველაზე საშინელი ღამე იყო იმ 18 დღის მანძილზე, რაც თურქეთში საპროტესტო ტალღაა დაწყებული. 

 

ათასეულობით ადამიანმა ანკარის ქუჩები დაიკავა დემონსტრანტებისთვის მხარდაჭერის გამოსახატად. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, პროტესტის დაწყებიდან 5 000 ადამიანი დაშავდა, 4 კი დაიღუპა. 

 

პროტესეტი გეზი პარკის რეკონსტრუქციის გამო დაიწყო, თუმცა მოგვიანებით იგი  ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ მძლავრ დემონტრაციად იქცა. 

 

პოლიციამ კვირის დასაწყისშიც გაწმინდა ტაქსიმის მოედანი, სადაც გეზი პარკი მდებარეობს, თუმცა ხელისულების ტონი უფრო შემრიგებლური ჩანდა. პრემიერ–მინისტრმა ერდოღანმა განაცხადა, რომ პარკის რეკონსტრუცია სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გადაიდებოდა, რომელიც  რეკონსტრუქციის პროექტის კანონიერების საკითხს დაადგენდა. 

 

შაბათს, გვიან ღამით კი, პოლიციას 30 წუთი დასჭირდა, რომ პროტესტერები გეზი პარკიდან გაეყვანათ.  პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტებმა პარკის  დატოვება ამჯობინეს, რათა არ დაშავებულიყვნენ, თუმცა ხელახლა ჯგუფებად შეიკრიბნენ ახლომდებარე ქუჩებზე, პოლიციამ კი მეტი გაზი გაუშვა მათ დასაფანტად. 

 

ამის გამო შეტაკებებმა ქალაქის ირგვლივ ამოხეთქა. დემონსტრანტებმა  ბარიკადები ააგეს და ზოგიერთ რაიონში სკანდირებდნენ კიდეც: “ტაიპი გადადგეს”. პოლიცია პროტესტერებს სასტუმროებშიც დაედავნა, სადაც ისინი თავს აფარებდნენ.  ანკარაში კი ათასობით ადამიანი შეიკრიბა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მხარდაჭერის გამოსახატავად. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი