ახალი ამბები

საარჩევნოდ შექმნილი “ნიუს სფეისის” “ჟურნალისტი” [ვიდეო]

21 ოქტომბერი, 2017 • 6216
საარჩევნოდ შექმნილი “ნიუს სფეისის” “ჟურნალისტი” [ვიდეო]

საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუს სფეისის” სახელით აკრედიტებულ წარმომადგენელს გლდანის 61 -ე საუბნო საარჩევნო კომისიაში შევხვდეთ. ის ამბობს, რომ დიდი ხანია მუშაობს ამ სააგენტოში, თუმცა ის 2017 წლის აგვისტოში, დაახლოებით 2 თვის წინ შეიქმნა:

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გასაშუქებლად, ჯამში, 82 მედიაორგანიზაციას აქვს მიღებული შესაბამისი აკრედიტაცია.  თუმცა ნეტგაზეთმა მათ შორის აღმოაჩინა ორი ორგანიზაცია, რომლებიც დაახლოებით ორი თვის წინ დაფუძნდნენ და, ჯამში, 3183 წარმომადგენელზე მოითხოვეს ჟურნალისტის აკრედიტაცია. ეს მაშინ, როცა საქართველოში მოქმედ სამ უმსხვილეს ტელეკომპანიას (საზოგადოებრივ მაუწყებელს, რუსთავი 2-სა და იმედს), ჯამში, 536 ჟურნალისტი ჰყავთ აკრედიტებული.

ს/ს “ნიუს სფეისი”, საჯარო რეესტრის მიხედვით, 2017 წლის 21 აგვისტოს დარეგისტრირდა, მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თორნიკე დიასამიძეა. თორნიკე დიასამიძე პარტია  “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელია.

“ნიუს სფეისმა” არჩევნებზე ცესკოსგან 1724 წარმომადგენელზე მიიღო პრესაკრედიტაცია. ეს ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციას მინიმუმ ამ რაოდენობის ჟურნალისტი უნდა ჰყავდეს.

თორნიკე დიასამიძემ ფეისბუკში შექმნილ პეიჯზე მიგვითითა, სახელწოდებით newsspace.ge, რომელიც 22 აგვისტოსაა შექმნილი და დღემდე მხოლოდ 1 პოსტი აქვს გამოქვეყნებული, 10 ოქტომბერს, რომლითაც დაინტერესებულ ჟურნალისტებს იწვევს არჩევნების გასაშუქებლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი