ახალი ამბები

“კასპერსკის” იყენებდნენ აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების მონაცემების მოსაპოვებლად

12 ოქტომბერი, 2017 • 1960
“კასპერსკის” იყენებდნენ აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების მონაცემების მოსაპოვებლად

მოსკოვში ბაზირებულ კიბერუსაფრთხოების ფირმას, “კასპერსკის” იყენებდნენ ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების მონაცემების მოსაპოვებლად.  The Washington Post-ის ინფორმაციით,  ისრაელის სპეცსამსახური “კასპერსკის ლაბორატორიის” შიდა ქსელში  ჯერ კიდევ 2015 წელს შეიჭრა და აღმოაჩინა ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების მონაცემებთან არასანქცირებული წვდომა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ ამერიკულ სახელმწიფო სტრუქტურებში აიკრძალა “კასპერსკის ლაბორატორიის” პროდუქციის გამოყენება “იმ რისკის საფუძველზე, რომ რუსეთს დამოუკიდებლად თუ “კასპერსკისთან” თანამშრომლობით შესაძლებლობა ექნებოდა გამოეყენებინა “კასპერსკისთან” წვდომა ფედერალური ან აშშ-ის უსაფრთხოების სისტემის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. “

როგორც “კასპერსკის” წარმომადგენელმა, ანტონ შინგაროვმა განაცხადა : “ როგორც კერძო კომპანიას, “კასპერსკის ლაბორატორიას” არ აქვს არავითარ “მიუღებელი” კავშირები არც ერთ სახელმწიფოსთან, მათ შორის, რუსეთთან, და ერთადერთი დასკვნა, რომელიც მომხდარის ფონზე შეიძლება გამოვიტანოთ, არის ის, რომ ფირმა გეოპოლიტიკურ კონფლიქტში მოხვდა.” მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას არ აქვს ცნობები ისრაელის ჰაკერების მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე. გარდა ამისა, კომპანია ამტკიცებს, რომ მისი პროდუქციის უსაფრთხოება გარანტირებულია და უარყოფს “კასპერსკის” მეშვეობით არაკანონიერი გზით ინფორმაციის მოპოვების საშუალების არსებობას.

“კასპერსკიმ”  წელს, 11 ოქტომბერს თვითერზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია მას არ აქვს.  თუმცა ითანამშრომლებს  აშშ-ის უსაფრთოხების სააგენტოსთან ყველა იმ ეჭვის გასაქრობად, რომელიც მას  გაუჩნდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი