ვაზი, ყურძენი. ფოტო: მთავრობა

თელავში 1 ჰა ფართობი დაიწვა, მათ შორის, ვენახის მცირე ნაწილი

საგანგებო სიტუაციების მართვის საანგეტოს ინფორმაციით, თელავში, ვენახების მიმდებარედ, ცეცხლი მინდორში გაჩნდა. სააგენტოს ცნობით, ხანძრის შედეგად 1 ჰა ფართობზე დაიწვა ბალახი და ვენახის ერთი რიგის ძალიან მცირე ნაწილი „შეიტრუსა“.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ფაქტობრივად, სრულად გადარჩა ვენახი. მათი ინფორმაციით, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუსაობდა, ხოლო ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.