ახალი ამბები

ელენე მაცხონაშვილი კულტურის მინისტრთან საეთერო დებატებს ითხოვს

31 აგვისტო, 2017 • 2726
ელენე მაცხონაშვილი კულტურის მინისტრთან საეთერო დებატებს ითხოვს

თოჯინების თეატრის უკვე ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ელენე მაცხონაშვილმა, მსახიობებთან და მხარდამჭერებთან ერთად, დღეს, 31 აგვისტოს, თოჯინების თეატრის მშენებარე შენობასთან კარვით აქცია გამართა.

“მე კონკრეტული კანდიდატის საწინააღმეგო არაფერი მაქვს. მე მაქვს პრეტენზია და ვაპროტესტებ მოხსნა/დანიშვნის იმ სქემას, რომელიც გამოიყენა კულტურის სამინისტრომ, იმ სქემასთან, რომელსაც წლების მანძილზე წინა ხელისუფლების შემთხვევაში ვებრძოდით. რამდენიმე თვით ადრე დაიგეგმა ეს ყველაფერი, იყო სტანდარტული სქემა, აუდიტის შემოშვების და შემოწმების. დღეს კულტურის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ არსებობს დარღვევები. ამიტომ, მე ვითხოვ პირდაპირ ეთერში კულტურის მინისტრთან დებატებს და მჭირდება არგუმენტაცია. ეს შეურაცხმყოფელია, რადგან მე დღეს გავიგე, რომ ვარ უუნარო სამხატვრო ხელმძღვანელი, არ მაქვს შესაბამისი განათლება იმავე არქიტექტურაში ან მშენებლობის სხვა საკითხებში. მას პრეტენზია არ აქვს შემოქმედებით ნაწილში, მე ეს მგონია პრიორიტეტი, ასევე მაინტერესებს მისგან მოვისმინო, ოღონდ პირდაპირ ეთერში, რა პრეტენზიები აქვს კულტურის სამინისტროს. რატომ მოხდა ასე ფარულად, შეკერილ-დაგეგმილი საქმით ჩემი ჩანაცვლება მეორე კანდიდატით”,- ამბობს ელენე მაცხონავშილი.

მისივე თქმით, ხვალ აქცია კულტურის სამინისტროსთან გაიმართება, ხოლო მომდევნო დღეებში- კანცელარიის შენობასთან.

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, თოჯინების თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად ნიკოლოზ საბაშვილი დაინიშნა. დღეს სამხატვრო ხელმძღვანელი შეიცვალა კიდევ ერთ თეატრში. მიხეილ თუმანიშვილის თეატრს ქეთი დოლიძის ნაცვლად გიორგი სიხარულიძე უხელმძღვანელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი