აბასთუმნის ტყეში ხანძარია – გამოძახებულია ვერტმფრენი

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგნეტოს ინფორმაციით, ხანძარია აბასთუმნის წყალსადენის ხეობაშიც, სადაც ამ დროისთვის ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა მობილიზებული.

სააგენტოს ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ერთვება ვერტმფრენიც. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით ხანძრის ფართობი დიდი არაა.

Update: როგორც აბასთუმნის რწმუნებულმა ნეტგაზეთს აცნობა, ადგილზე დამატებით ათეულობით ადამიანია გაგზავნილი.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, რომ დაახლოებით 1 ჰექტარზეა ცეცხლი გავრცელებული, სადაც ამ დროისთვის ვერტმფრენი და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

ობსერვატორიიდან თვითონ ხანძრის კერას ვერ დაინახავ, მაგრამ ამომავალი კვამლი ჩანს ხეობიდან. დაახლოებით 3-4 კილომეტრით არის ხანძარი ობსერვატორიიდან დაშორებული.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.