20747007_1357547004301030_47719165_o

მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია – დამწვარია 2 ჰექტარზე ბუჩქნარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელის, დავით გელაშვილის თქმით, მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მხოლოდ დაქრობითი სამუშაოები. მისი ინფორმაციით, დამწვარია 20 000 კვადრატული მეტრი ფართობი – ძირითადად, ბუჩქნარი.

“მყისიერი რეაგირების შედეგად, მიუხედავად რთული რელიეფის და ძლიერი ქარისა, ამ მომენტისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა 10–ზე მეტი სახანძრო-სამაშველო დანაყოფი და 70–მდე მეხანძრე მაშველი. დაშავებული არავინ გვყავს,” – განაცხადა გელაშვილმა.

დავით გელაშვილის განცხადებით, მოსახლეობა ფიზიკურად ვერ მოუდგებოდა ხანძარს, რადგან ძალიან რთული რელიეფია:

“ამის გამო მეხანძრეები ვერ ამოვიდნენ ქვემოდან. ძლიერი ჯაგნარები და გაუვალი ბუჩქნარია. ამიტომ ტექნიკის მობილიზება მოხდა “ბომბორას” ტერიტორიაზე, საიდანაც მოხდა ხანძრის ლოკალიზება. რელიეფიდან გამომდინარე და ფორმიდან, რომელიც ჰქონდა ხანძარს, საფრენი საშუალებები ნაკლებად ეფექტური იქნებოდა და არც იყო ამის აუცილებლობა.”

მთაწმინდის ფერდობზე ძლიერი ხანძარი 8 აგვისტოს, დაახლოებით, 22:00 საათზე გაჩნდა. თავდაპირველად, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გავიდა, თუმცა იმის გამო, რომ ვერ უდგებოდა ავტომობილი ხანძრის კერებს, დამატებით სახანძრო ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო. მეხანძრეებთან ერთად, ხანძრის ჩაქრობას ნიჩბით და ბარებით მოქალაქეებიც ცდილობდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

 

20747007_1357547004301030_47719165_o 20727659_1357547147634349_1736837933_o 20727177_1357547007634363_1873638802_o 20727101_1357547040967693_286627594_o 20707368_1357510270971370_1560716591_o 20707226_1357547054301025_2039998606_o 20707215_1357547020967695_291563431_o

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.