სოხუმი;  ფოტო: მარიანა კოტოვა, ნეტგაზეთი

რუსული ტუროპერატორები აფხაზეთის მიმართულებით ტურების გაუქმებას ვარაუდობენ

რუსული ტურისტული კომპანიები, რომლებიც აფხაზეთის მიმართულებით მუშაობენ, არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში სამხედრო საწყობის აფეთქების შემდეგ ტურებს გააუქმებენ.

“ტურისტულ კომპანიებში, რომლებიც აფხაზეთთან მუშაობენ, საკმაოდ ბევრი რეკავს. ჯერჯერობით მხოლოდ კითხვებით შემოიფარგლებიან, თუმცა  ტურისტული კომპანიები არ გამორიცხავენ, რომ ამ ქვეყნაში შეძენილი ტურების გაუქმების მოთხოვნით განცხადებები შევიდეს “, – განაცხადა ირინა ტიურინამ, რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის პრეს-მდივანმა.

აფხაზეთის ზღვისპირა სოფელში მდებარე სამხედრო საწყობში საბრძოლო მასალა აფეთქდა. აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის- 27 რუსი ტურისტი. რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა.

აფხაზეთის ტერიტორიაზე რუს ტურისტებთან დაკავშირებული ინციდენტი რამდენიმე კვირის წინაც მოხდა. 11 ივლისს გუდაუთის რაიონში, სანაპირო ზოლზე, ავტომატებით შეირაღებული ნიღბიანები რუსი ტურისტების ორ ოჯახს თავს დაესხნენ. რუსეთის საელჩომ 12 ივლისს ვებგვერდზე გაავრცელა გაფრთხილება, რომ აფხაზეთში ყოფნის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ.

სოხუმი; ფოტო: მარიანა კოტოვა, ნეტგაზეთი

სოხუმი; ფოტო: მარიანა კოტოვა, ნეტგაზეთი

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი