ახალი ამბები

ყოფილი მსჯავრდებულების ფსიქორეაბილიტაციის პროგრამას იუსტიციის სამინისტრო დააფინანსებს

11 აპრილი, 2013 • 942
ყოფილი მსჯავრდებულების ფსიქორეაბილიტაციის პროგრამას იუსტიციის სამინისტრო დააფინანსებს

საგრანტო პროგრამა გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტის გაცემას ყოფილი მსჯავრდებულებისთვის ფსიქოლოგიური სერვისის შექმნისა და მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესს, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებასა და გაძლიერებას, რათა სამომავლოდ მათ დამოუკიდებლად შეძლონ მსგავსი სერვისის შეთავაზება ბენეფიციარებისთვის.

 

ყოფილ მსჯავრდებულთა ფსიქოლოგიური დახმარების საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 50 ათას ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმების ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი- 40 ათას ლარს.

 

პროგრამა ყოფილ მსჯავრდებულთა მცირე მასშტაბის 5 ბიზნესპროქტის დაფინანსებასაც ითვალისწინებს.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში, მიღებულ გრანტს ყოფილი მსჯავრდებულებისთვის სერვისების შესაქმნელად მიმართავენ, სერვისებში გადამისამართებას განახორციელებენ “დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამები ცენტრის” სოციალური მუშაკები.

 

ორივე საგრანტო პროგრამა ერთად გათვლილია 400 ბენეფიციარზე.

 

ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა 2012 წელს იუსტიციის მინისტრის ინიატიცივით დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონის საფძველზე გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობას, მათ დაბრუნებას საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.

 

პირველ ეტაპზე პროგრამით ისარგებლებენ ამნისტიით გათავისუფლებული პირები, თუმცა პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება..

მასალების გადაბეჭდვის წესი