სამართალდამცველები უსაფრთხოების მიზნით საწყობის ტერიტორიაზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მხოლოდ მეხანძრე–მაშველებს უშვებდნენ საწყობის ტერიტორიაზე. 17.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მორიგი ხანძარი ე.წ. დეზერტირების ბაზართან – დაიწვა საწყობი [ფოტო]

17 ივლისს დეზერტირების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საწყობში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინაა, თუმცა დაიწვა 180–200 კვ.მ. ფართობის მაცივრებით დატვირთული ფართობი, სადაც ყუთებით ხორცპროდუქტებს ინახავდნენ.

ცეცხლს 8 ცისტერნით 4 სახანძრო სამაშველო ჯგუფი აქრობდა. ადგილზე სულ 50 მეხანძრე–მაშველი მუშაობდა. მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ერთი ჯგუფიც, თუმცა ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციას ე.წ. დეზერტირების ბაზრთან სამანქანო გზა დაახლოებით 1 საათით ჰქონდა გადაკეტილი.

შესაბამისს სამასახურებს ბაზარში მომუშავე ადამიანები დაუკავშირდნენ. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, სახანძროს მანქანები ადგილზე დაახლოებით 5 წუთში მივიდნენ. ისინი შიშობდნენ, რომ ხანძარი მაღალი ტემპერატურის გამო მალე გავრცელდებოდა. საწყობის ეზოდან, სადაც ცეცხლმა მიაღწია, 8 მანქანა დროულად გაიყვანეს.

ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მოვაჭრეებმა საწყობიდან ნახევრად დამწვარი ყუთებით ხორცპროდუქტები გამოიტანეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, ხოლო ე.წ. ვაგზლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილება უკვე შესაძლებელია.

უკანასკნელ პერიოდში უკვე რამდენიმე ბაზარს გაუჩნდა ცეცხლი. ნეტგაზეთის “თაიმლაინზე” შეგიძლიათ გაეცნოთ, სად, როდის და რომელ ბაზრებში გაჩნდა ხანძარი.

მორიგი ხანძარი ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე – დაიწვა ხორცპროდუქტების საწყობი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო ბრიგადები. 17.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საპატრულო პოლიციას ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამანქანო გზა ხანძრის გამო ერთი საათით ჰქონდა გადაკეტილი. 17.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მეხანძრე–მაშველები ცდილობენ ხანძრის კერების ლიკვიდირებას, ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე საწყობი დაიწვა. 17.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მეხანძრე–მაშველები ცდილობენ ხანძრის კერების ლიკვიდირებას, ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე საწყობი დაიწვა. 17.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სამართალდამცველები უსაფრთხოების მიზნით საწყობის ტერიტორიაზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მხოლოდ მეხანძრე–მაშველებს უშვებდნენ საწყობის ტერიტორიაზე. 17.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სამართალდამცველები უსაფრთხოების მიზნით საწყობის ტერიტორიაზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მხოლოდ მეხანძრე–მაშველებს უშვებდნენ საწყობის ტერიტორიაზე. 17.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მოვაჭრეებს საწყობიდან ნახევრადდამწვარი ყუთებით ხორცპროდუქტები გამოაქვთ. 17.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მეხანძრე–მაშველი ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე – დაიწვა საწყობი. 17.07.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.