ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარის ცნობით, რუსი ტურისტის მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილიც დააკავეს

17 ივლისი, 2017 • 4631
აფხაზური მხარის ცნობით, რუსი ტურისტის მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილიც დააკავეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუს ტურისტებზე თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილიც დააკავეს.

აფხაზური მხარე მათ შესახებ ინფორმაციას “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” არ ასახელებდა, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ დღეს, 17 ივლისს, მათ სახელები საჯარო გახადა. 

11 ივლისს გუდაუთის რაიონში, სანაპირო ზოლზე, ავტომატებით შეირაღებული ნიღბიანები რუსი ტურისტების ორ ოჯახს თავს დაესხნენ. ტურისტებს თან ახლდათ სამი მცირეწლოვანი ბავშვი. დამყაჩაღებლებმა ტურისტებს  ძვირფასეულობა, ბეჭდები, სამაჯურები და ფოტოაპარატები გამოსტაცეს. ერთ -ერთმა ტურისტმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მას დანა დაარტყეს. მეორე მათგანმა კი ნიღბიანებს ფული შესთავაზა, რომელიც ბანკომატიდან უნდა ამოეღო. ნიღბიანები მას უახლოეს ბანკომატთან გაჰყვნენ, თუმცა ტურისტმა მათგან გაქცევა და პოლიციის გამოძახება შეძლო. ტურისტი, რომელიც ცივი იარაღით დაჭრეს, დაიღუპა.

რუსეთის ელჩის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სემიონ გრიგორიევის განცხადებით, აფხაზეთის ხელისუფლებისთვის არაერთხელ უთქვამს, რომ რუსი ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათი პრიორიტეტული ამოცანა უნდა ყოფილიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი