48071

„საბას“ 2017 წლის ფინალისტები

ლიტერატურული კონკურსის “საბა” ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ფინალისტები დაასახელა. 300 კონკურსანტიდან ფინალურ ეტაპზე 47 წიგნი შეირჩა.

სექტემბერში, საბასრიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოებაზე  წორედ ამ 47 ფინალისტიდან გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან წლევანდელი გამარჯვებულები 11 ნომინაციის მიხედვით.

თითოეულ ნომინაციას ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციისა „საუკეთესო დებიუტი“, სადაც უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩაერთვებიან გამარჯვებულის არჩევაში და საკუთარ ფავორიტს გამოავლენენ.

2 თვის განმავლობაში  მკითხველებს თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემა უკვე ხვალიდან შეეძლებათ „საბას“ ვებგვერდსა და ფბ გვერდზე.

საპრემიო ფონდი 52 000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს პრემია „საბას“დამფუძნებელი, თიბისი ბანკი გადასცემს.

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2017 წლის ფინალისტები 

წლის საუკეთესო რომანი

  1. აბო იაშაღაშვილი, “ძველი ტფილისის დამნაშავენი” (გამომცემლობა „ქოლგა“)
  2. ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
  3. არჩილ ქიქოძე, „სამხრეთული სპილო“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  4. ტორესა მოსი, „იყო“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  5. ცოტნე ცხვედიანი, „მაიაკოვსკის თეატრი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

  1. თეა თოფურია, „ორი ოთახი კაიროში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. ირაკლი სამსონაძე, „ქელეხი ქარში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. რუსუდან რუხაძე, „ერთი თქვენგანი გამცემს“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  4. რეზო თაბუკაშვილი, „მესამე თვალი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  5. ცირა ყურაშვილი, „ჟამსა თამაშობისასა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

  1. ეკა ქევანიშვილი, „ევაკუაციის გეგმა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
  2. ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ლია ლიქოკელი,  „გოგოობის კანონი“ (ქარჩხაძის გამომცემლობა)
  4. ლია სტურუა, „მგლის საათი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  5. ლელა ცუცქირიძე, „წარმოიდგინე, ელისაბედ“ (გამომცემლობა „საუნჯე“)
  6. ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პიესა

  1. თამარ ბართაია, „პიესები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. ლაშა თაბუკაშვილი, „სადღაც, ცისარტყელას მიღმა…“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. დათო ტურაშვილი, „სელიმის პროცესი“ (saba.com.ge)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  1. ბექა ახალაია,  „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“ (გამომცემლობა „ ინტელექტი“)
  2. გიორგი შონია, „ფაბრიკაცია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. გურანდა ფაჩულია,  ჟოზე ლუიშ პეიშოტუს “გალვეიაშის” თარგმანი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  4. ზურაბ აბაშიძე, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
  5. თამარ ფოლადაშვილი, „სიკვდილის ახსნა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
  6. სოფიო ჯაფარიძე, „სულის პური“ (ჩვენი მწერლობა)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

  1. ანდრო ბუაჩიძე, „ინტერიერი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. მაია ჯალიაშვილი, „ზნეობის გარდამოხსნა“ (ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა)
  3. ნანა ტრაპაიძე, „ლიტერატურა და ლიტერატურა“ (გამომცემლობა „კალმოსანი“)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  1. გელა ჩარკვიანი, „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“      (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. გიორგი კეკელიძე, „გურული დღიურები-2“ (გამომცემლობა „სიესტა“)
  3. დათო ქარდავა, „მტაცებლები ურბანულ გარემოში“  (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  4. ეთერ თათარაიძე, „დევიღუპეთ!“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  5. ზურაბ კიკნაძე, „ხასიდური სიბრძნე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  6. ლევან ბერძენიშვილი, „წიგნიერების ევოლუცია“ (გამომცემლობა „არტანუჯი“)

წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი:

  1. ანდრო ბუაჩიძე, „გაზაფხული მოდის ღამეში“ (saba.com.ge)
  2. თამაზ კვაჭანტირაძე. „მოგზაურობა შოთას სამყაროში“ (saba.com.ge)
  3. მარიამ წიკლაური, „დაჯერებისთვის“(saba.com.ge)
  4. ლუკა ბაქანიძე, „სად ხარ, ლაზარე!“ (saba.com.ge)

 წლის საუკეთესო თარგმანი

  1. დავით გოგინაშვილი, იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარი“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
  2. თამარ ჯაფარიძე, არუნდატი როის  “წვრილმანების ღმერთი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  3. თეა შურღაია, მაჰმუდ დოულათაბადის „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
  4. ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  5. ლელა დუმბაძე, ჰარპერ ლის “მიდი, დააყენე დარაჯი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  6. მანანა ღარიბაშვილი, რომაული ლირიკის მწვერვალები (გამომცემლობა „ლოგოსი“)
  7. სალომე ბენიძე, სალმან რუშდის “ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  8. სულხან მუხიგულაშვილი, ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
  9. ხათუნა ცხადაძე, უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი