ახალი ამბები

შსს: გაზგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია

30 მარტი, 2013 • • 1026
შსს: გაზგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია

“დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, ავტომატით, პისტოლეტებითა და დანებით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პიროვნება მარნეულის შესასვლელში მდებარე გაზგასამართ სადგურში შეიჭრა, რა დროსაც ადგილზე ორი  ოპერატორი იმყოფებოდა. ბოროტმოქმედებმა 4 ათას ლარზე მეტი თანხა გაიტაცეს  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  შემთხვევიდან ერთ  საათში, გაზგასამართი სადგურიდან 2 კილომეტრში, პირები მარნეულთან ახლოს, საავტომობილო მაგისტრალზე დააკავეს”.– ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს. 

 

სამინისტროს ინფორმაციითვე, დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ა-კა-ეს”-ის ტიპის ავტომატური იარაღი 29 ვაზნით, ბარაბნიანი პისტოლეტი 4 ვაზნით, პისტოლეტი ერთი მჭიდით, დანები,  ფულადი თანხა და ნიღბები ამოიღეს. „ოპელის”  მარკის ავტომობილიდან, რომელიც თავდამსხმელებმა გადაადგილებისთვის გამოიყენეს, ამოღებულია „ერ-გე-დე”-ს ტიპის ხელყუმბარა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2  ნაწილის „ა” და „ბ” პუნქტებით (ყაჩაღობა საცავში ან სადგომში შეღწევით, ჯგუფურად) მიმდინარეობს, რაც 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი