ახალი ამბები

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაში ბრალდებულებს პატიმრობა მიუსაჯეს

3 ივლისი, 2017 • 1850
პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაში ბრალდებულებს პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასაართლომ დღეს, 3 ივლისს, დამნაშავედ ცნო ფარული ჩანაწერების საქმეზე 5 ბრალდებული, 1 კი  გამართლდა.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც გულისხმობს დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. საქმეზე ბრალდებულები იყვნენ: ვასილ ლელუაშვილი (თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით), რევაზ შიუკაშვილი ( 4 წლით თავისუფლების აღკვეთა), ირაკლი ყოფშიძე (ა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა),  გივი კაციტაძე (5 წლითა  და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა), დიმიტრი თათრიშვილი (5 წლითა  და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა). ბრალდებული გიგლა შიოშვილი სასამართლომ გაამართლა.

“2011-2012 წლებში შს სამინისტროს  კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ვ.ლ-ს ორგანიზებითა და დავალებით, ამავე დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს  თანამშრომლები მაკომპრომატირებელი მასალის შეგროვების მიზნით, ახდენდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების უკანონო თვალთვალს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას,”- აცხადებს საქართველოს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი