ხანძარი ლონდონში

ლონდონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

გუშინ ღამით ლონდონში,  ნოტინგ ჰილთან ახლოს, 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. როგორც ბრიტანული პოლიცია იუწყება, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან დაშვებულთა რიცხვი დიდია. ბოლო მონაცემებით, 68 ადამიანი ლონდონის 6 სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს. მათგან 18-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, შენობაში სახანძრო განგაშის სისტემა არ ამოქმედდა და კორპუსში მცხოვრებლების ნაწილი ალმოდებული შემობიდან გამოღწევას ვერ ახერხებდა. 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში 120 ბინა იყო განთავსებული. ხანძრის დროს შენობაში რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა. ამ დრომდე უცნობია, კიდევ არის თუ არა ვინმე დამწვარ შენობაში დარჩენილი, თუმცა პოლიცია ვარაუდობს, რომ მათი ცოცხლად პოვნის შანსი თითქმის არ არსებობს.

ბოლო მონაცემებით, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მის სრულ ლიკვიდაციაზე მეხანძრეები კვლავ მუშაობენ.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ამ დროისთვის შენობის ჩამონგრევის საფრთხე აღარ არსბეობს. ოფიციალური წყაროები BBC-სთან ამბობენ, რომ იგეგმება მსგავსი ტიპის ნაგებობების შემოწმება.

ლონდონში 24 სართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა (c) EPA/WILL OLIVER

ლონდონში 24 სართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა (c) EPA/WILL OLIVER

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი