ახალი ამბები

გიგი უგულავას 13 საათზე დაკითხავენ

16 თებერვალი, 2013 • • 1144
გიგი უგულავას 13 საათზე დაკითხავენ

ამის შესახებ ინფორმაციას, უგულავა “ფეისბუკში” პირად გვერდზე ავრცელებს.  

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

საქალაქო სასამართლოში 15 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ განაცხადა, რომ  პროკურატურამ მოითხოვა გიგი უგულავას იძულებით მიყვანა თბილისის დეტექტივების განყოფილებაში:

“შუამდგომლობის თანახმად, გიგი უგულავა მოწმის სახით დაკითხვის მიზნით, ორჯერ იქნა გამოძახებული საგამოძიებო ორგანოში, თუმცა, იგი არ გამოცხადდა. სასამართლო აცხადებს, რომ მოწმის გამოძახებისას საპროცესო დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სახეზეა უგულავას მოწმის სახით მიყვანის კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა”.

 საპროცესო კოდექსით აკრძალულია, პარლამენტის წევრის, პრეზიდენტის, სახალხო დამცველის და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის დაკითხვაზე იძულებით მიყვანა. ეს გამონაკლიოსი ქალაქის მერზე არ ვრცელდება. 

 

საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგს, თბილისის მერია საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა:

 

“თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკითხვაზე ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდებოდა, თუ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით დადგინდებოდა ამის აუცილებლობა.”

გიგი უგულავამ დაკითხვაზე საკუთარი ნებით მისვლის სესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი