ახალი ამბები

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია

7 მაისი, 2017 • 4214
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში ბელორუსელ სპორტსმენს 4-2 სძლია და ზედიზედ მეორე მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

მან ნახერვარფინალში რუს ადლან აკიევთან (-80 კგ) 2-1 გაიმარჯვა.

წინა წელს დათუნაშვილმა 75 კგ. წონით კატეგორიაში გაიმარჯვა, წელს კი- 80 კგ-ში.

დათუნაშვილმა ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა: ბულგარელი დანიელ ალექსანდროვი ანგარიშით 3:2 დაამარცხა,  მეოთხედფინალში ჩეხ პეტრ ნოვაკს 1:17 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 8-0 მოუგო, ნახევარფინალში კი რუს ადლან აკიევს 2-1 სძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი