დათუნაშვილმა რუსი სპორტსმენი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

მან ნახერვარფინალში რუს ადლან აკიევთან (-80 კგ) 2-1 გაიმარჯვა და ფინალში ბელორუს სპორტსმენთან იჭიდავებს.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

“მფრინავი ქართველი” ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და შეეცდება ზედიზედ მეორედ მოიპოვოს ევროპის ჩემპიონის ტიტული, შეგახსენებთ რომ წინა წელს ზურამ 75 კგ-ში გაიმარჯვა, წელს კი 80 კგ კატეგორიის ფინალში გავიდა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლისათვის ბელარუს რაძიკ კულიეუს დაეჭიდება.

დათუნაშვილმა ფინალამდე სამი მეტოქე ჩამოიშორა, ბულაგრელ დანიელ ალექსანდროვს 3:2 და მეოთხედფინალში ჩეხ პეტრ ნოვაკს 1:17 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 8-0 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი ადლან აკიევი 2-1 დაამარცხა”, – ნათქვამია ჭიდაობის ფედერაციის განცხადებაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com