თიბისი

თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანება წარმატებით დასრულდა

თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანების რამდენიმეთვიანი პროცესი წარმატებით დასრულდა.  ამით თიბისი ბანკი საქართველოს  ბაზარზე #1 ბანკი გახდა ყველა საბანკო სეგმენტში. კიდევ უფრო გაფართოვდა თიბისი ბანკის მომსახურების ქსელი – მთელი საქართველოს მასშტაბით, ფილიალების რაოდენობა გაიზარდა 167-მდე, ხოლო  ბანკომატების – 530-მდე; თიბისი ბანკის კლიენტების რაოდენობამ კი 2 მილიონს მიაღწია.

8 მაისიდან ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლები შეძლებენ, მიიღონ სრულფასოვანი მომსახურება თიბისი ბანკის მთლიან ქსელში. ორი ბანკის ტექნიკური მიგრაცია დასრულდება 8 მაისს.  მომდევნო ორი დღის განმავლობაში, 6 და 7 მაისს, იქნება გარკვეული შეფერხებები თიბისი ბანკის სერვისებზე, ხოლო დღეს, 5 მაისის დღის ბოლომდე გაუქმდება ბანკი რესპუბლიკის ყველა სერვისი. კერძოდ:

5 მაისის  18:00 საათის შემდეგ ბანკი რესპუბლიკის სერვისები აღარ იმუშავებს, რესპუბლიკიდან გამავალი გადარიცხვები შეუძლებელი იქნება 5 მაისის 16:00 საათის შემდეგ;

  • 5 მაისის  18:00 საათის შემდეგ ბანკი რესპუბლიკის სერვისები აღარ იმუშავებს, რესპუბლიკიდან გამავალი გადარიცხვები შეუძლებელი იქნება 5 მაისის 16:00 საათის შემდეგ;
  • 5 მაისის 23:00 საათის შემდეგ ბანკი რესპუბლიკის ბარათები გაუქმდება. ანგარიშებზე არსებული ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს თიბისი ბანკში ახლად გახსნილ ანგარიშებზე, რომლებზეც თანხები ხელმისაწვდომი გახდება ორშაბათიდან;
  • 6 და 7 მაისის განმავლობაში  არ იმუშავებს თიბისი ბანკის ფილიალები, სერვისცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი.  ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საბარათე ოპერაციები თიბისი ბანკის ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი;
  • 8 მაისიდან თიბისი ბანკის ყველა სერვისი სრულად აღდგება მთელი ქსელის მასშტაბით და ბანკი რესპუბლიკის კლიენტები გახდებიან  თიბისი ბანკის სრულფასოვანი კლიენტები.  მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის ყველა ფილიალში.

„ჩვენი უმთავრესი მიზანია, გვყავდეს ბევრი კმაყოფილი კლიენტი, მათთან ერთად განვვითარდეთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ მათი სურვილებისა და ჩანაფიქრების ასრულების შესაძლებლობა. ის 500 ათასამდე კლიენტი, რომელიც  ბანკი  რესპუბლიკიდან შეგვემატა,  ჩვენი კომპანიისათვის ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს და ვფიქრობთ, შევძლებთ გამოვიყენოთ ჩვენი სიძლიერე ჩვენივე კლიენტების კმაყოფილების მისაღწევად, “ – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ თიბისი ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი